“საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც მაღალ შედეგს აჩვენებს, აბსურდია”- გიორგი კახიანი

26
spot_img

საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც მაღალ შედეგს აჩვენებს, აბსურდია, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი კახიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ს აიღებს.

მისი თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა შეიძლება იყოს 17-18 პროცენტი.

„რეალურად დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა შეიძლება იყოს 17-18 პროცენტი და არც არანაირი რესურსი ამ გუნდს, რომ ეს მხარდაჭერა გაზარდოს, არ აქვს. რაც შეეხებათ დანარჩენ პოლიტიკურ ჯგუფებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებებს, მათი მაქსიმუმია და რისთვისაც ისენი იბრძვიან, ეს არის რამენაირად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

პაატა მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ს აიღებს. მისივე თქმით, თუ ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდებიან და არჩევნებზე 10 პროცენტს აიღებენ, ეს ხელისუფლებაში მოსვლას ნიშნავს.