“შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს ხდის” – იენს სტოლტენბერგი

21
spot_img

შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს 32-ე წევრი სახელმწიფო და ჩვენს მაგიდასთან ღირსეულ ადგილს იკავებს, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

“შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს ხდის. მოუთმენლად ველი ორშაბათს ნატოს შტაბ-ბინაში მათი დროშის აღმართვას”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.