2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ანგარიშს ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (CPJ) ავრცელებს. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, რაც 44%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. დაღუპულთაგან უმრავლესობა – 72 ადამიანი – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის პირველ სამ თვეში იქნა მოკლული. მათი უმრავლესობა პალესტინელია.
ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2023 წელს უკრაინაში მედიის თანამშრომლების დაღუპვის შემთხვევები შემცირდა: დაიღუპა ორი ადამიანი – უკრაინელი ბოგდან ბიტიკი და ფრანგი არმან სოლდენი. ცნობისთვის, 2022 წელს უკრაინაში 13 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა.