კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს, მაშინ სამართალიც აღსრულდება და ქვეყანაც განვითარდება. ვინმეს შეგიძლიათ მანახოთ კადრები უცხოეთიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როგორ ეპყრობიან მათ ასეთ დროს სამართალდამცავები, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების დროს განვითარებული მოვლენების შესახებ.
მისი განცხადებით, როდესაც სამართლებრივი რეგულაციები იქნება, მაშინ ვერც აგრესიული ახალგაზრდა დაამტვრევს პოლიციელის მანქანას, ვერც ეკლესიას გალანძღავენ და ვერც გაყიდული უცხოელი დაარიგებს ქართულ საზოგადოებას ჭკუას.
„ჩემდათავად მევახშეების და ზოგად მევახშეობის გამმართლებლის …მაგრამ ამ შემთხვევაში შეფასებას მივცემ იმას თუ რაც ხდებოდა და რასაც ვიდეოში ხედავ: ადამიანების გარკვეული ნაწილი ამტვრევს სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლების მანქანებს. ცხადია ფიქრობ საიდან გაჩნდნენ ასე აგრესიულად, ორგანიზებულად თუ სპონტანურად? რატომ ფიქრობენ რომ შეუძლიათ ასე ქცევა, პროტესტის ნიშნად? იქნებ იციან რომ მერე გმირებად შერაცხავს ზოგიერთი ოპოზიციონერი თუ მათმა ტელევიზიები? იქნებ ყველაფერი იმის ბრალია, რომ მათ ბევრჯერ ნახეს ვიღაც პოლიტიკოსმა მუნდირში როგორ ჩაავლო ხელი სამართალდამცავს და აჯანჯღარებდა, მეორემ ჩაფხუტში ჩაარტყა ხელი, მესამემ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელს და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მსურველს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი უწოდა და ასე შემდეგ. იქნებ ამიტომაც ფიქრობენ რომ ასე „მოსულა,“ ასე შეიძლება, ბოლო ბოლო ჯარიმას გადაიხდიან და გარეთ გამობრძანდებიან, საღამოს კი რომელიმე ტელევიზიის ეთერში დასხდებიან და თავის გმირობაზე მოჰყვებიან. იქნებ იმიტომ ხდება ეს ყველაფერ ასე, რომ ახალგაზრდობის ეს ნაწილი, არც ჯარში მიდის, არც არაფერს არ ქმნის თვის შრომით და ოფლით, თან იმასაც ხედავს რომ დანაშაულის ჩამდენ მავნებელ პოლიტიკოსებს სასჯელი არ ეხებათ, შესაბამისად მათაც ყველაფერი უნდა შერჩეთ. თან მხარდაჭერაც თუ აქვთ და ვიღაცაც აორგანიზებთ?! უკაცრავად, მაგრამ კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს, მაშინ სამართალიც აღსრულდება და ქვეყანაც განვითარდება. ვინმეს შეგიძლიათ მანახოთ კადრები უცხოეთიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როგორ ეპყრობიან მათ ასეთ დროს სამართალდამცავები, იმაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია შემდეგ ეს ხალხი ტელევიზიებში მიიწვიონ და რამეზე ალაპარაკონ…
• კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს!
• 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, ხვალ ზეგ ქვეყანას რომ დაცვა დაჭირდეს… ჯარში წასვლა არ უნდათ!
• კანონს რომელიც გამჭვირვალეობისთვის იყო შექმნილი რუსული(!) უწოდეს, სამაგიეროდ აგერ ხიდაშელი თურმე ტაივანიდან ფინანსდება და ამიტომაც ჩინეთთან ურთიერთობის წინააღმდეგი!
• აგერ ტელევიზიები დეზინფორმაციებს ავრცელებენ!
• ცილისწამება და უზრდელობა ლამის პოლიტიკოსების პორტფელად იქცა!
• ამ ყველაფერს საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი სამართლებრივად, მაშინ ვერც აგრესიული ახალგაზრდა დაამტვრევს პოლიციელის მანქანას, ვერც სულგაყიდულ უცხოელი დაგარიგებს ჭკუაზე სათავისოდ, ვერც ეკლესიას გაგილანძღავენ და ვერც პარლამენტარად თუ პრეზიდენტად წოდებული ვერ აიღებს მავნებლობაში ბიუჯეტიდან ხელფასს!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook- ზე.