შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ალილოს მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობა 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში.
ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 2 000 წელს აღდგა. მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის – განსხვავებული შესამოსელი.
„დღესასწაულს ალამაზებს ურმები, რომლებიც სპეციალურად კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან ჩამოჰყავთ.