საშობაო „ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება

87
spot_img

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ალილოს მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობა 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში.

ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 2 000 წელს აღდგა. მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის – განსხვავებული შესამოსელი.

„დღესასწაულს ალამაზებს ურმები, რომლებიც სპეციალურად კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან ჩამოჰყავთ.