
არც „რუსული“ კანონები, თუ „რუსული“ არჩევნები აღარ კმარა, ახლა უნდათ, ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვნანონ, ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ.
„სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი. დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას.
უკვე არც „რუსული“ კანონები, თუ „რუსული“ არჩევნები აღარ კმარა, ახლა უნდათ, ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვნანონ. ტოტალური ტყუილი სუფევს სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ. ეუთო/ოდირის უმკაცრესი დასკვნის გამარჯვებად გასაღება, ამის მხოლოდ ერთი მაგალითია.
ამ ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების“ ორდენით დაჯილდოებას უპირებ“, – წერს ზურაბიშვილი.