7 დეკემბერი წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა

98
spot_img

7 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. ის თავისი განათლებით, სიბრძნითა და გონიერებით გამოირჩეოდა. ქრისტეს შესახებ მას დედის მოძღვარმა უქადაგა, რის შემდეგადაც იგი მოინათლა.

 

სიზმრისეულ ხილვაში უფალმა მას ოქროს ბეჭედი უბოძა, რომელიც გამოღვიძების შემდეგ ხელზე ეკეთა. ალექსანდრიაში გამართულ წარმართულ დღესასწაულზე, რომელსაც იმპერატორი მაქსიმინი ესწრებოდა, ეკატერინემ უარი განაცხადა, თაყვანი ეცა კერპებისთვის და მსხვერპლი შეეწირა. ამის გამო, 305-313 წლებში იმპერატორის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. მანამდე წმინდანმა ქრისტიანობაზე 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია, რომლებმაც იმპერატორისგან სატანჯველი დაიმსახურეს. ნეტარ ეკატერინეს წმიდა ნაწილებს VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით სინას მთაზე მიაკვლიეს.

წმინდანის თავი და მარცხენა ხელის მტევანი სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერშია დაბრძანებული.