კვირა, ივნისი 4, 2023
spot_img
Homeსიახლეებისაზოგადოება20 აპრილს რუსთაველის გამზირის ნაწილზე გადაადგილება შეიზღუდება

20 აპრილს რუსთაველის გამზირის ნაწილზე გადაადგილება შეიზღუდება

spot_img
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, 20 აპრილის 03:00-დან 07:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში შოთა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მძღოლები ლესია უკრაინკას, ტარას შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილებისა და 9 აპრილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.
რაც შეეხება თავისუფლების მოედნიდან შოთა რუსთაველის გამზირისკენ მიმავალ ავტომობილებს, გადაადგილებას შეძლებენ ანტონ ფურცელაძის, რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით.
spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები