Home Blog Page 3

მოტყუებით გამოყვანილი ახალგაზრდები ოპოზიციისთვის ფარია – თამარ ჩიბურდანიძე 

თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვღელავთ იმ მოტყუებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ნაცმოძრაობამ დეზინფორმაციის საშუალებით გამოიყვანა გარეთ. მართალია, ამ ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი ოპოზიციის პარტიული აქტივია, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებისთვისაც ერთგვარი ტრენდი გახადეს რუსთაველზე გასვლა და წაუკითხავი კანონის გაპროტესტება, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ რადიკალები ახალგაზრდებს ფარად იყენებენ და ამას ადასტურებს გასული დღეები, რა დროსაც ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით გამართულმა საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი სახე მიიღო. ამ აქციებზე ხდება სწორედ პარტიული ახალგაზრდობის მხრიდან ნგრევა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიცია გეგმავს დესტაბილიზაციას და არეულობას ქვეყანაში. ამაში ყველა დავრწმუნდით გასული დღეების განმავლობაში, როდესაც ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით გამართულმა საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი სახე მიიღო. წინასწარ კარგად მომზადებული პარტიული ახალგაზრდობა ცდილობდა ნგრევას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.

საქართველოში უმაღლეს დონეზეა დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ამაში მთელი მსოფლიო დარწმუნდა, მაგრამ, ამასთანავე, საქართველო არის სახელმწიფო, რომლის უსაფრთხოების დაცვაც ხელისუფლებას ევალება. პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები ვალდებულნი არიან დაიცვან ქვეყანა დესტაბილიზაციისგან და მოსალოდნელი ძალადობრივი არეულობისგან.

თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვღელავთ იმ მოტყუებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ნაცმოძრაობამ დეზინფორმაციის საშუალებით გამოიყვანა გარეთ. მართალია, ამ ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი ოპოზიციის პარტიული აქტივია, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებისთვისაც ერთგვარი ტრენდი გახადეს რუსთაველზე გასვლა და წაუკითხავი კანონის გაპროტესტება.

ამ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროპული სახელმწიფოს შენება უპირველესად კანონის უზენაესობაა და თუ სურთ ამ გზით სიარული, მაშინ პატივი უნდა სცენ სახელმწიფოს და არ აჰყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ახალგაზრდებს. ოპოზიციისთვის ქუჩაში გამოყვანილი თაობა მხოლოდ ფარია, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედოს მათ მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა. არადა, ხელისუფლებას უმთავრესად სწორედ სახელმწიფოს უსაფრთხოება აბარია,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

თუ ვინმე მხილებულია ძალადობაში მონაწილეობაში, პირდაპირი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ – ბექა ლილუაშვილი

“ქართული ოცნება” იმ პირების მონაცემთა ბაზას შექმნის, რომლებიც, მმართველი გუნდის შეფასებით, ძალადობრივ პროცესებში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულები. ოპოზიცია თვლის, რომ მმართველი გუნდის ახალი ინიციატივა საზოგადოებაში დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს. 

გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ოცნების ე.წ მორალური პოლიცია და სიები არ იმუშავებს.

“მე ჩამწერონ პირველი ამ სიაში და მეორე პაატა მანჯგალაძე. თუ გინდათ ჩვენი ხელით გავუგზავნით განცხადებას. დარწმუნებული ვარ არც ეს მორალური პოლიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები არ იმუშავებს. ჩვენ კი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანს,”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ თუ ვინმე ძალადობაში მხილებულია ხელისუფლებამ პირდაპირი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაბიჯები უნდა გადადგას. 

“თუ ვინმე მხილებულია ძალადობაში მონაწილეობაში პირდაპირი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ.

ყველაზე დიდი რისკი ახლა რაც არის სამოქალაქო დაპირისპირების, ამას ხელისუფლება ხელს უწყობს ხელისუფლება ასეთი ტიპის ნაბიჯებით. ხელისუფლებაა ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი და არა ვიღაც ორი არაადეკვატური ოპოზიციონერი, რომელიც რაღაც mona.ge აკეთებს და ამისთვის არასდროს მხარი არ დაგვიჭერია,”- აცხადებს ლილუაშვილი. 

შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს – გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს

შალვა, ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს. ახლა რა გზასაც ადგახარ, საფლავში მიმავალი გზაა და ამ თქვენი მუქარების არავის ეშინია, – ასე გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ შიდა ჩამოშლის წინა პერიოდშია.

„ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მათ სისუსტესა და შიდა ჩამოშლაზე მიუთითებს. სირცხვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ განცხადებას აკეთებს. ყველას გვახსოვს ასლან აბაშიძეც აპირებდა ამგვარი სიების გაკეთებას და 5 დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა. არც ეს მორალის პოლიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები არ იმუშავებს. ჩვენი სრული მხარდაჭერა პროტესტის თითოეულ მონაწილეს. ჩვენ თითოეული მათგანის უფლებებს დავიცავთ და გვერდში დავუდგებით.

მინდა შალვა პაპუაშვილს დავუსვა კითხვა – ძალადობაზე როგორ საუბრობთ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასეთ? ლევან ხაბეიშვილს რომ სასტიკად გაუსწორდნენ თქვენ თვალწინ, ამაზე ერთი სიტყვაც არ გითქვამთ. ყველაფერს როგორ აყალბებთ? საიდან მოხვედით? მე ძალიან კარგად ვიცი რა ვითარება გაქვთ საჯარო სამსახურებში, მათ შორის პარლამენტშიც. ძალიან ბევრი ფიქრობს უკვე, რომ ანტიქართულ და მოღალატეობრივ დოკუმენტს ხელი არ უნდა მოაწეროთ. თქვენ ვის უპირისპირდებით, ახალგაზრდებს? ქართველ ხალხს?

შალვა [შალვა პაპუაშვილი], ნუ ჩაჰყვებით სამარეში ბიძინა ივანიშვილს. ახლა რა გზასაც ადგახარ, არის საფლავში მიმავალი გზა და ამ თქვენი მუქარების არავის არ ეშინია.

ჩვენ მშვიდობიანი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ. ამ პროტესტის მთავარი ორგანიზატორი საქართველოს გამარჯვების იდეაა. როგორც ასლან აბაშიძე წავიდა რუსეთში, ისე შეიძლება ბევრი ვნახოთ რუსეთში წასული და ჩვენ კი გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ სვლას.

თუ ვინმე მოძალადეა, ეს პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არიან.

სტრასბურგის გადაწყვეტილებაშიც ჩანს, როგორი ძალადობრივი იყო ის ქმედებები საზოგადოების წინაშე და ყველა აგებს პასუხს.

დღეები დარჩათ ამ უსუსურებს და ლაჩრებს, რომლებიც ჩამოშლის ზღვარზე არიან და მათ სისუსტეზე ის ზარებიც მიუთითებს, რომლებიც გუშინ კონკრეტულ ადამიანებთან განხორციელდა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ბატონო მილერ, შეცდომაში ხართ შეყვანილი, ან გვატყუებთ – იმედი მაქვს, დააკორექტირებთ თქვენს განცხადებას, ან ბოდიშს მოიხდით სიცრუისთვის, რაღაც გააკეთეთ, არასწორი ხართ” – ირაკლი ზარქუა

ბატონი მილერი ან შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, ან არ იცნობს თავის კანონმდებლობას და ჰაერზე საუბრობს – მე მოვუწოდებდი მას, რომ იქნებ მეტად გახდეს კომპეტენტური, მეტად ჩაიხედოს კანონებში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მეთიუ მილერი ან დააკორექტირებს თავისივე განცხადებას, ან სიცრუისთვის ბოდიშს მოიხდის.

“დღითიდღე გვაოცებს ბატონო მილერი. ის არის თეთრი სახლის სპიკერი. მე მგონი, ეს კაცი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, ან არ იცნობს თავის კანონმდებლობას და ჰაერზე საუბრობს. მე მოვუწოდებდი მას რომ იქნებ მეტად გახდეს კომპეტენტური, მეტად ჩაიხედოს იმ კანონებში. ბატონო მილერ, თქვენ რაც ბრძანეთ, რომ თურმე მთავრობების დაორგანიზებით მოქმედი ორგანიზაციები, თუ ესა თუ ის პირები ხვდებიან “ფარას” რეესტრში და თურმე დანარჩენებს ეს არ ეხებათ? – არ არის ასე. შეცდომაში ხართ შეყვანილი, ან გვატყუებთ. იმიტომ რომ ქალბატონ გიული ალასანიასა და მის გარემოცვაზე ჩვენ სწორედ “ფარადან” გავიგეთ. ისინი არ ყოფილან მთავრობის დაკვეთით, ისინი არიან ჩვეულებრივი ფიზიკური პირები, როლებიც პირადი ინტერესებით მოქმედებდნენ და მოხვდნენ “ფარას” შესაბამის რეესტრში. მადლობა თქვენთან მოქმედ “რუსულ კანონს”, სწორედ იქიდან გავიგეთ, რომ თურმე მილიონი დოლარი ჰქონდა გადახდილო ოჯახს, რომ ამერიკელ ლობისტებს დაეწერათ რეზოლუციისთვის ტექსტი. იმედი მაქვს შემდეგში გამოხვალთ და დააკორექტირებთ თქვენს განცხადებას, ან ბოდიშს მოიხდით ამ სიცრუისთვის. რა ვიცი, რაღაც გააკეთეთ, არასწორი ხართ და ეს მინდა იცოდეთ,” – განაცხადა ზარქუამ.

გარდა ამისა, მან ევროპარლამენტარების განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი არა საქართველოს მეგობრები, არამედ “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან.

“30-მდე ევროპარლამენტარი: ფოტიგები, კუბილიუსები, რაისები არასდროს ყოფილან ჩვენი ქვეყნის მეგობრები, მათი მეგობარი არის ბელადი სააკაშვილო. ისინი არიან “ნაცმოძრაობის” იგივე “მწვალებელთა პარტიის” მეგობრები. თქვენ გგონიათ, ეს უნდა გავითვალისწინოთ? თან მანდატი არ აქვთ. ვინ ეკითხება კუბილიუსს და ფოტიგას ვიზალიბერალიზაციის გადახედვას? ან უვიზო მიმოსვლას და თავისუფალ ვაჭრობას რაისას? არ არის ეს მათი მანდატი,” – გამაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ “თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს”.

მისი თქმით, “განსხვავება ამ კანონების ბუნებაში მდგომარეობს”.

ამასთან, როგორც მილერმა აღნიშნა, ცრუ შედარებები წარსულშიც უნახავს.

„წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს, თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

 ევროკავშირმა საქართველოს არალეტალური დახმარების სახით 30 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის 30-მილიონიანი დახმარების გამოყოფა დაამტკიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ დახმარებას „ევროპის მშვიდობის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში. ეს იგივე მექანიზმია, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აფინანსებს და არ იყენებს ევროკავშირის ბიუჯეტს“, – წერს იოზვიაკი.

“დაკავებები არის პროცესის ნაწილი, ვიღაცა თვალს დაკარგავს, ვიღაცა ერთი წელი ჩაჯდება” -ლაშა ფირცხალაიშვილი

სააგენტო for.ge-ს მიერ  გავრცელებულ კიდევ ერთი ფარულ ჩანაწერებში აქტივისტების – ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

ნატა ფერაძე: საუკეთესო ობიექტი ჩვენი სტრატეგიით არის ვერის ბაღი და გეტყვით რატომ – ვერის ბაღიდან ნაწილს შეუძლია სანაპირო გადაკეტოს, ნაწილს შეუძლია გმირთა მოედანი გადაკეტოს, ნაწილს მელიქიშვილი და ვაკე…

ლაშა ფირცხალაიშვილი: დაკავებებიც არის პროცესის ნაწილი, რომელიც აუცილებელი არის, ჩემი აზრით, რომ მოხდეს. ვიღაცა თვალს დაკარგავს, ვიღაცა ერთი წელი ჩაჯდება, აგერ ლაზარე ციხეში, ვიღაცას დაიჭერენ.. და მოკლედ, ოქეი არის ეს ჩემთვის რა. მე ვეცდები, რომ ჩემი თავი პირადად არ დავაჭერინო.

იქამდე, for.ge-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის. ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება.

მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის.

მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს – ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!”-პაატა მანჯგალაძე

სუს-ის და შსს-ს განცხადებამ 1989 წელი გამახსენა, როდესაც 9 აპრილის მოვლენებამდე ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან დაკავშირებით იმავეს იძახდნენ, ამბობდნენ, ექსტრემისტულად განწყობილი რადიკალური ჯგუფები სასიცოცხლო ობიექტებისთვის პრობლემის შექმნას ცდილობენო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად.

„9 აპრილამდე ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან დაკავშირებით იმავეს იძახდნენ. ამბობდნენ, ექსტრემისტულად განწყობილი რადიკალური ჯგუფები ცდილობენ სასიცოცხლო ობიექტებისთვის პრობლემის შექმნასო. იგივე განცხადება არ არის? მაგრამ დღეს, მადლობა ღმერთს, საქართველო თავისუფალი და უფრო ძლიერია, ვერაფერს გაბედავს სუს-ი, რომელსაც თვითონ ეშინია საკუთარი განცხადებების. სუს-ი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად. ასეთმა სტრუქტურამ რა უნდა გააკეთოს. ის დროა, სუს-იც და პოლიციაც გადმოვიდეს ხალხის მხარეს. მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს – ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!” სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ეს არის “ბიძინას უსაფრთხოების სამსახური”. შესაბამისად, ბიძინად უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჰგონიათ, რომ დემოკრატია არის საქართველოსთვის საფრთხე, ხელისუფლების ცვლილება და ხალხის აზრის გამოხატვა საფრთხე ჰგონიათ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები-სუსი

როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადაკეტოთო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო -ლევან ნიკოლეიშვილი

ამათ, როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადაკეტოთო, მერე ისო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც აქტივისტი ნატა ფერაძე და ლევან ფირცხალაიშვილი „გამჭვირვალობის კანონპროექტის” საწინააღმდეგო აქციების ძალადობრივ განვითარებაზე საუბრობენ.

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული პირები ხელისუფლების და ხალხის მოთმინების გამოცდას ცდილობენ.

„ამათ, როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადაკეტოთო, მერე ისო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო, ზოგიც ქალიშვილობას და ზოგიც ვაჟიშვილობასო, არც ტერიტორიების 20 % დაკარგვაც არ არის პრობლემაო. თავი რომ აქვთ დაკარგული ამაზე არაფერს არ ამბობენ. ძალიან, ძალიან ცდილობენ ხელისუფლებისა და ხალხის მოთმინების გამოცდას…” – წერს ნიკოლეიშვილი.

კულტურის სამინისტრომ „სამეფო ნაციონალურ ბალეტს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ა)იპ „სამეფო ნაციონალურ ბალეტს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანსამბლს გადაეცა 20 „ხევსურულის“ კომპლექტი ვაჟებისთვის (ჩოხა, გულისპირი, ქუდი, პაჭიჭი) და 10 „ხევსურულის“ კომპლექტი ქალებისთვის (კაბა, მოსასხამი, ქუდი).

„ანსამბლისთვის სასცენო სამოსი ტენდერის შედეგად შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“ შეკერა.

ფოცხიშვილების ქორეოგრაფიული დინასტიის ფუძემდებელი გელოდი ფოცხიშვილი იყო. 1963 წლიდან მოყოლებული, მისი ხელმძღვანელობის პერიოდშიც და დღესაც, ანსამბლი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე მართავს კონცერტებს, ავითარებს ქართულ ქორეოგრაფიას და ემსახურება ქართული კულტურის განვითარებას. ქორეოგრაფიასთან ფოცხიშვილების მჭიდრო კავშირი 1955 წლიდან იწყება, პროფესიონალურ სცენაზე მოღვაწეობა კი – 1963 წლიდან, რაც უკავშირდება ცეკვის თეატრ „მეტეხის“ დაფუძნებას, დღეს კი უკვე – „სამეფო ნაციონალურ ბალეტს“. ანსამბლი რამდენიმე ათეული წელია გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. ფოცხიშვილების ქორეოგრაფიული დინასტია აერთიანებს სასწავლებლებს – „ფოცხიშვილების ცეკვის აკადემიას“ და ცეკვის სტუდია „პატარა ვარსკვლავებს“, რომლებიც ასევე დიდი წარმატებით საქმიანობს და სადაც მომავალ თაობას ცეკვის ხელოვნებას ასწავლიან.

2008 წელს გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის იდეით ჩამოყალიბდა „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი”, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი პროდიუსერია გელა ფოცხიშვილი. ანსამბლის მთავარი ბალეტმეისტერია მაია კიკნაძე.

მნიშვნელოვანია, რომ „სამეფო ნაციონალური ბალეტი“ კვლავ მონაწილეობს 2024 წლის ლევილის ქართულ ფესტივალში, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მეორედ იმართება.

ინფორმაციისთვის: შესაფერისი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არსებული ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.

დაახლოებით 15 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოაცხადა პირველი ტენდერი.

შედეგად 2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისა და ორი სოლისტისთვის, კერძოდ, ანსამბლების: „ბერმუხას“, „ბასიანის“, „დიდგორის“, „სახიობის“, „ძირიანის“, „შილდის“, „ჩვენებურების“, „რიჰოს“, „ერისიონის“, „რუსთავის“, „სუხიშვილების“, მესტიის სალოტბარო სკოლისა და სოლისტების – ტრისტან სიხარულიძისა და ლელა თათარაიძისთვის.

იმავე წელს სამინისტრომ გამოყო 133 360 ლარი და მომდევნო წელს დამზადდა სასცენო სამოსი კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, „სათანაოსა“ და ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისთვის.

2023 წელს სასცენო სამოსი დამზადდა (117 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ექვსი ხევსურული ჯუბა და 52 კაბის კომპლექტი) კიდევ ათი ანსამბლისთვის.

2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება სამინისტრომ 2024 წლიდან დაიწყო.

მიმდინარე წელს სასცენო სამოსი უკვე გადაეცა: სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს, კვინტეტ „ურმულს“ (ფიზიკური პირი ნუგზარ ქავთარაძე), სსიპ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“, სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“, ა(ა)იპ „თუთარჩელა 2004“-ს, ა(ა)იპ-ს, ანსამბლს – „მე, რუსთველი“, ა(ა)იპ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ნართებს“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და ა(ა)იპ ქ. ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს.

ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის

გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

ფარულ ჩანაწერებს  საინფორმაციო სააგენტო for.ge ავრცელებს. მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის თუმცა, სააგენტოს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ისმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორებისთვის სპორტსმენების მხრიდან მათი პოზიციის გაზიარება.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე საუბრობენ. როგორც აქამდეც იყო ცნობილი, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მათთვის ხვიჩა კვარაცხელიას გამოხმაურება საკმარისი არ აღმოჩნდა, შესაბამისად, ფეხბურთელის მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

სააგენტო for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მეორე ფარულ ჩანაწერში ერთი ეპიზოდი ეთმობა ევროკავშირის ელჩზე საუბარს.

for.ge-ს ინფორმაციით, მოსაუბრეები ნიკა გვარამია, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა არიან. პაველ ჰერჩინსკის შეურაცხმყოფელი სიტყვებით ნიკა გვარამია მოიხსენიებს.

ფარული ჩანაწერების ავთენტიკურობა, ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის.

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, 2019 წლის 20 ივნისის საქმე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც სახალხო დამცველი აპარატში აღნიშნავენ, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლისას მოვლენების სრულყოფილი სურათი და შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა 2019 წლის 20-21 ივნისს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ შეკრების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენებისა და მომიტინგეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიების გამო.

საგულისხმოა, რომ ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველის სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე მიუთითებს.

სასამართლოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისსა და 2020 წლის მარტში გაუსვა ხაზი საგამოძიებო ორგანოების მიერ მოვლენების სისტემური ანალიზის ჩატარების აუცილებლობას, ჯერჯერობით ასეთი ანალიზი არ გაკეთებულა; არ მომზადებულა არც ოფიციალური ანგარიში, მოვლენების დეტალური ქრონოლოგიის, აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპების აღწერის შესახებ – მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის. სახალხო დამცველის მკაფიო რეკომენდაციების მიუხედავად, სათანადოდ არ განხილულა და არ შეფასებულა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

ევროპულმა სასამართლომ ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალდებულებაზე – ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი იყოს არასათანადო მოპყრობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების იდენტიფიცირების შესაძლებლობა. (საუბარია ნიღბიანი პოლიციელების თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნებზე).

რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ასპექტს, ამ ეტაპზე ევროპულმა სასამართლომ თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან, იმ მიზეზით, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ღიად დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლისას მოვლენების სრულყოფილი სურათი და შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“,- აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაიას სარჩელი დააკმაყოფილა და სახელმწიფოს მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 15 000 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე შეეხება 2009 – 2010 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. კერძოდ, მომჩივანი – ვახტანგ მაისაია, 2009 წლის 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მომჩივნის განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.

სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაყრდნობით მიუთითა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული იყო პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხორციელდებოდა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან. ამასთან, ვახტანგ მაისაიასთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა მისი დაზიანებების ამსახველი საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.

რაც შეეხება გამოძიების ეფექტიანობას, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ მომჩივანმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები ჯერ კიდევ 2010 წელს დააყენა, თუმცა გამოძიება წარიმართა ხარვეზიანად. კერძოდ, მას არ ჰქონდა პროცედურული შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო გამოძიებაში და თვალი ედევნებინა მისი პროგრესისთვის. ამასთან, გამოძიების პროცესში იყო გაუმართლებელი უმოქმედობის პერიოდები საგამოძიებო უწყების მხრიდან.

სახელმწიფოს დაევალა მომჩივნისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15,000 ევროს მოცულობით.