,,ზურაბიშვილი, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების, მსგავსად, ცდილობის საკუთარ მიზნებს ახალგაზრდების ხარჯზე მიაღწიოს” – გია ცაგარეიშვილი

9
spot_img

ერთადერთი პროგნოზი მაქვს ქალბატონ ზურაბიშვილთან დაკავშირებით – მან წინა ჯერზე გადააგდო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ახლა ემზადება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გადასაგდებად, – ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის სურვილზე ახალგაზრდების მხარდაჭერის შემთხვევაში დარჩეს პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი, ისევე, როგორც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები, ცდილობს საკუთარ მიზნებს ახალგაზრდების ხარჯზე მიაღწიოს.

„ადამიანებს უნდათ ახალგაზრდების ზურგს ამოფარებულები დაბრუნდნენ ქართულ პოლიტიკაში, დაიმკვიდრონ ადგილი. ესეც ამ ადამიანების ერთგვარი ტრაგიზმია. ტრაგიკული ხარ ადამიანი, როცა შენი თაობის იმედი აღარ გაქვს – იმ თაობის, სადაც გაიზარდე, ადამიანად ჩამოყალიბდი, რაღაც ღირსება შეიძინე, მეგობარი შეიძინე, დაკაცდი, დაქალდი, ცხოვრება ისწავლე. იმ თაობის იმედი საერთოდ აღარ გაქვს იმიტომ, რომ წყალწაღებული, სახელგატეხილი ხარ იმ თაობაში. და სად იყურები? იყურები ახალგაზრდა თაობისკენ, იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობას, ასაკიდან გამომდინარე, ისტორიული მეხსიერება ნაკლები აქვს. შესაძლებელია ნაკლებად იცოდეს შენ რა ავაზაკი იყავი წინა ცხოვრებაში და შესაძლებელია მოტყუვდეს იმ ლამაზი სიტყვებით, რომ ქართული დემოკრატია დასამარდა და „ქართული ოცნება“ რუსეთში მიდის“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.