ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

1415
spot_img

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ლანჩხუთში, რამდენიმე დღის წინ  ჰამაკიდან ჩამოვარდა, მშობლებმა ის საავადმყოფოში შემოწმების მიზნით მიიყვანეს, სადაც უთხრეს, რომ საგანგაშო არაფერი იყო. მას მხოლოდ ფეხის დაზიანება აღენიშნებოდა.

როგორც ირკვევა, ბავშვი გუშინ მშობლებთან ერთად  წალენჯიხაში ბაბუის დაკრძალვაზე პანაშვიდზე იმყოფებოდა, სადაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გონება დაკარგა. იგი შოკურ მდგომარეობაში, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის გურიაში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.