ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებულია- საქართველოს რკინიგზა

724
spot_img

დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ ლიანდაგების მიმდებარედ ჩამოიშალა ნიადაგი. მათივე ინფორმაციით, ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია.

„კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას“, – აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.