“ზელენსკის არ უხსენებია საქართველო ბელარუსის კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა უსაფრთხოებას, რომ საქართველოც იტანჯება ოკუპაციის ქვეშ”

97
spot_img

ოპოზიცინერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ზელენსკის არ უხსენებია საქართველო ბელარუსის კონტექსტში.

„ზელენსკიმ თქვა, რომ იქნება მშვიდობა ნატოსთან ერთად ან ომი/ოკუპაცია რუსეთთან ერთად. მას არ უხსენებია საქართველო ბელორუსიის კონტექსტში. მან უსფართხოებას გაუსვა ხაზი, რომ საქართველოც იტანჯება ოკუპაციის ქვეშ. გამოსავალი არის ნატოში გაწევრიანება. თქვა, რომ ნატო არის მშვიდობა! პროპაგანდა ისედაც აკეთებს ინტერპრეტაციებს“, – წერს ხატია დეკანოიძე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა, ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.