ზელენსკი კუპიანსკში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია

25
spot_img

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის სექტორში, ფრონტის ხაზზე ჯარისკაცებს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო პუნქტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროები დააჯილდოვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ბრიგადის მეთაურთან, ოლექსი ტრუბნიკოვთან ჯარისკაცების საბრძოლო მასალით მომარაგების, რუსების მიერ დრონების გამოყენებისა და მათი განადგურების საკითხები განიხილა.

„მე თქვენი მჯერა. ჯანმრთელობას გისურვებთ. საკუთარ თავებსა და თქვენს კოლეგებს გაუფრთხილდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გამარჯვებას გისურვებთ“, – განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს.

ცნობისთვის, 2022 წელს რუსებმა ქალაქ კუპიანკის დროებითი ოკუპაცია მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით იგი უკრაინულმა სამხედრო ძალებმა გაათავისუფლეს.