ზამთრის საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები შესაძლოა სავალდებულო გახდეს

598
spot_img

ზამთრის საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები – აღჭურვილობა რომელიც, შესაძლოა, ზამთრის პერიოდში სავალდებულო გახდეს. ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, უკვე კანონმდებლების მაგიდაზე დევს. დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობა ჯერ იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც გადაადგილება სპეციალური აღჭურვილობით იქნება სავალდებულო.

ურჩი მძღოლები 100 ლარით დაჯარიმდებიან, ასევე, ხუთი ქულით შემცირდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა. სიახლის მიზანი ერთია – მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოება. სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში განმარტავენ, რომ კანონპროექტის დამტკიცებამდე, საკომიტეტო განხილვებშიც ჩაერთვებიან.

პროექტის შინაარსი განხილვის მიზნით კანონმდებლების სამუშაო მაგიდაზე დევს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ინიციატივა, რომელიც ადამიანის უსაფრთხოებას განსაზღვრავს დროული და საჭიროა. იმავეს ფიქრობს ოპოზიციის ნაწილიც.

კანონის ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან ახალი პროექტის შინაარსზე ჯერ დეპუტატები და დაინტერესებული პირები იმსჯელებენ, საკომიტეტო განხილვების შემდეგ კი საკითხი სხდომაზე გავა