“ვფიქრობ, რომ ყველა ფორმატში უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმისთვის, რომ მერე პატარა მიზეზიც არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“

10
spot_img

ვფიქრობ, რომ ყველა ფორმატში უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმისთვის, რომ მერე პატარა მიზეზიც არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„შევთავაზე, რომ განვიხილოთ სამუშაო ჯგუფის შექმნა საარჩევნო კოდექსში, რაც მოწოდებაც იყო ევროკავშირის. ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია, რომ სამუშაო ჯგუფის გარეშე „ქართულ ოცნებას“ რაიმე განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ბერკეტების ჩადება უნდა. ვფიქრობ, რომ ყველა ფორმატში უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმისთვის, რომ მერე პატარა მიზეზიც არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. „ლელომ“ ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა.