ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე იური სოდოლი ანდრეი გნატოვით შეცვალა

34
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაურის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

იური სოდოლის ნაცვლად, თანამდებობას ბრიგადის გენერალი ანდრეი გნატოვი დაიკავებს.

„განვიხილეთ საკადრო ცვლილებები. მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურის, იური სოდოლის ბრიგადის გენერლით, ანდრეი გნატოვით შეცვლის თაობაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, 24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სოდოლის წინააღმდეგ განცხადება დაწერა აზოვის შტაბის მეთაურმა, ბოგდან კროტევიჩმა. კროტევიჩი სოდოლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა სამხედრო პერსონალის დიდი დანაკარგის გამო.