ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია არის მნიშვნელოვანი განაცხადი, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად – თინა ბოკუჩავა

9
spot_img

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა, ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი განაცხადია 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.

„ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა, ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.