ვლადიმერ პუტინი თურქეთს ეწვევა – დეტალები

32
spot_img

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თებერვალში თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვი ავრცელებს.

„ალბათ უკრაინის საკითხი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საგანი იქნება“, – განაცხადა იური უშაკოვმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტსაც გეგმავს.