ვლადიმერ პუტინი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდება

23
spot_img

ვლადიმერ პუტინი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტი სოჭში მყოფ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს, რაფაელ გროსის შეხვდება. გროსი და მისი კოლეგა, „როსატომის“ ხელმძღვანელი, ალექსეი ლიხაჩევი სახელმწიფოს მეთაურს მათი კომუნიკაციის შესახებ აცნობებენ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

გროსიმ განაცხადა, რომ პუტინთან ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხის განხილვას აპირებს.