ვითომ “გულანთებული ახალგაზრდების” სახელით მოქმედებენ, მაგრამ ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან ხოლმე -ვიქტორ სანიკიძე

37
spot_img

გულანთებული ახალგაზრდების სახელით მოქმედებენ, მაგრამ მოკვლევის შემდეგ ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან ხოლმე, ჩვენზე ამ ყველაფერს გავლენა არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

ვიქტორ სანიკიძემ კომენტარი გააკეთა ვაკის პარკში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„რობოტებივით დგანან და იმეორებენ – „რუსული კანონი“. გუშინ ვიკითხე, რატომ იყო „რუსული კანონი“, რაზეც ცნობილი პასუხი მივიღე – „იმიტომ“. რამდენადაც დიალოგში შევდივართ, არგუმენტებს ვითხოვთ, იხლართებიან და ტყუილებს გვპასუხობენ. ჩემს შემთხვევაში, ეს ქალბატონი ჭიჭე ვაშაძის პარტიის წევრია და თუ ეს არ უქმნის უხერხულობას, არც ამ საქციელზე ექნება განსხვავებული სენტიმენტები. ვითომ ეს ხალხი გულანთებული ახალგაზრდების სახელით მოქმედებენ, მაგრამ მოკვლევის შემდეგ ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან. თავად იფუჭებენ საქმეს. კარგია, ასე გააგრძელონ, საზოგადოება საკადრის პასუხებს გასცემს. ჩვენზე ამ ყველაფერს გავლენა არ აქვს და უნდა ვამხილოთ, ეს „გულანთებული ახალგაზრდები“ რას და ვის წარმოადგენენ“, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.