„ვეტინგი“ ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას, რაც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველია”- რატი იონათამიშვილი

79
spot_img

სინამდვილეში, „ვეტინგი“ არანაირად არ არის კავშირში მართლმსაჯულების გაუმჯობესებასთან, პირიქით, ეს ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადგენილი, რომ ქართული მართლმსაჯულების და სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კაპანია იყო სიცრუე და სიყალბე.

„სინამდვილეში „ვეტინგი“ არანაირად არ არის კავშირში მართლმსაჯულების გაუმჯობესებასთან, პირიქით, ეს ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხის შემცველია. მით უმეტეს, როდესაც ამ საკითხზე საუბრობენ ისეთი ადამიანები და პოლიტიკური აქტორები, რომლებიც არიან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ცხადია, ისინი გულწრფელები ვერ იქნებიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, მთელი ის დეზინფორმაციის კაპანია რაც მიმართული იყო ქართული მართლმსაჯულების და სასამართლოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოთი არის დადგენილი არაერთგზის, რომ ეს იყო სიცრუე და სიყალბე. ჩვენმა სასამართლომ ყოველ ჯერზე გაუძლო სტრასბურგის სასამართლოს, რაც ნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულება ვითარდება. სწორედ ეს აშინებს, როგორც ჩანს იმ აქტორებს, ვისაც საპირისპირო ინტერესები გააჩნიათ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.