ვეტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი, უცხოელები საქართველოში ვერცერთ შტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ -მდინარაძე

37
spot_img

ვეტინგზე საუბარი ვერ იქნება. კატეგორიულად და პრინციპულად ვამბობთ, ვეტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი იმიტომ, რომ უცხოელები საქართველოში ვერცერთ შტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ეს არის ქართველების მკაფიო და პრინციპული პოზიცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არის თავმოყვარეობის საკითხი, პრინციპული და პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი, ამ საკითხს ჩვენ ასე არ გავატარებთ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ. საქართველოში გადაწყვეტილებებს მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, ყველა თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში. როდესაც ადეიშვილები და მისი გუნდის წევრები გვევლინებიან ამ იდეის ავტორებად სხვადასხვა ქვეყნებში, კრიმინალები, წამებასთან ასოცირებული პირები. არ დავუშვებთ ასეთ რამეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.