“ვეტერანის სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ჩვენს საზოგადოებაში” – პრემიერი

87
spot_img

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსი აქვთ ქართულ საზოგადოებაში.

როგორც პრემიერმა ვეტერანების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ვეტერანების მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი დააფასოს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ვეტერანის დღე. ვეტერანის სტატუსი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსი ჩვენს საზოგადოებაში, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური სტატუსი, არამედ არის სტატუსი, რომლის მთავარი ღირსება არის ის, რომ ვეტერანი არის სამშობლოს დამცველი. სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანი, რომელიც იცავდა და იცავს ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, მე ქედს ვიხრი თითოეული ვეტერანის წინაშე. მინდა ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერანებს, ყველა ვეტერანს, ვინც სისხლი გაიღო ჩვენი ქვეყნისთვის, ვინც იცავდა და ემსახურება დღესაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი. ჩვენ ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ ვეტერანებს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადავუწყვიტეთ მათ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობის მოვალეობაა, რომ ვეტერანებისთვის მაქსიმუმი გააკეთოს.

„ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. ჩვენ წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს, დაღუპულ ვეტერანებს და არა მხოლოდ“, – განაცხადა პრემიერმა.