უკრაინელებმა ბერდიანსკთან და ლუგანსკთან აეროდრომებს დაარტყეს და რუსების 2 ვერტმფრენი გაანადგურეს

71
spot_img

17 ოქტომბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ბერდიანსკთან და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებს რუსული საოკუპაციო ძალების ვერტმფრენებსა და აღჭურვილობას დაარტყეს და 2 ვერტმფრენი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 289 430 ჯარისკაცს, 4 979 ტანკს, 9 405 ჯავშანტექნიკას, 6 936 საარტილერიო სისტემას, 814 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემას, 318 თვითმფრინავს, 317 ვერტმფრენს, 5 291 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენ აპარატს, 20 გემს/ნავს, 1 533 ფრთოსანი რაკეტას, 9 293 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებასა და საწვავის ავზს, 982 ერთეულ სპეცტექნიკას.