“ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს გვარამია და „ნაცმოძრაობა”- იაგო ხვიჩია

37
spot_img

ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა“. ამდენი ინვესტიციაა ჩადებული, რომ გვარამია საზოგადოების თვალში იყოს „ნაცი“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, ახლა ვაჭრობის პროცესი მიმდინარეობს სააკაშვილთან და კეზერაშვილთან.

„ვერც კი ვხვდები მიზეზს, რატომ უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს, ამდენი ინვესტიციაა ჩადებული იმაში, რომ ნიკა გვარამია საზოგადოების თვალში იყოს „ნაცი“. ამაზე წლებია ნამუშევარი და საარჩევნოდ რა ხდება ისეთი, რომ გვარამია არ იყოს „ნაცი“? ახლა ვაჭრობის პროცესი მიმდინარეობს. თუ გინდა, მიზანს მიაღწიო, ჯერ დისტანცია უნდა დაიკავო. ვაჭრობა მიშასთან და კეზერასთან მიმდინარეობს. რაზე უნდა ივაჭრონ? – ხმებზე და ფულზე. ერთმანეთთან მივლენ, თუ „ქოცები“ ხელს არ შეუშლიან. მგონია, რომ ისინი გამოწვევებს დაძლევენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.