ვერ მოვაწერთ ხელს შეთანხმებას, რომლის შინაარსიც არ გვესმის – ალექსანდრე რაქვიაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე

18
spot_img

ვერ მოვაწერთ შეთანხმებას ხელს, რომლის შინაარსიც არ გვესმის, – ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას „ქართული ქარტიის“ შექმნასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამ დოკუმენტში არსებობს პუნქტები, რომელსაც „გირჩი“ საერთოდ არ ეთანხმება.

„ვერ მოვაწერთ შეთანხმებას ხელს, რომლის შინაარსიც არ გვესმის. მე მგონი, რაღაცნაირად უცნაურად გამოიყურება, რომ ჩემმა კოლეგებმა თქვეს ხელს მოვაწერთო და მერე დაიწყეს განხილვა იმის, თუ რა წერია იმ დოკუმენტში. ჩვენ უბრალოდ ასე არ ვიქცევით. რაღაც შინაგანი, ინტელექტუალური დისციპლინა გვაქვს. თუ დისკუსია დაიწყება, რაღაც შეიცვლება მაგალითად, რომ წერია ბარიერი, დაიწეროს ბუნებრივი ბარიერი, ჩვენ ბევრ რაღაცაზე შეიძლება კომპრომისზე წავიდეთ, მაგრამ თუ იქ ოთხნახევარი პროცენტი ჩაიწერება ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ეს დაწევა. კონკრეტიკაა საჭირო. არის პუნქტი, რომელსაც საერთოდ არ ვეთანხმები, რომ მთავრობა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და პარლამენტი ბუტაფორიად იქცეს ერთი წელი. ასეთი რაღაცები არ მესმის“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.