ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს წინ მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

21
spot_img

ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს წინ მამაკაცმა თავის დაწვა სცადა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მამაკაცი სამხედრო მფრინავი იყო. მედიის ცნობით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მამაკაცი სკანდირებს „თავისუფლება პალესტინას“.

ისრაელური მედია წერს, რომ მამაკაცი ღაზის სექტორში მიმდინარე ომს აპროტესტებდა, რის გამოც თავის დაწვა სცადა.