ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში ძლიერ ხანძარს ებრძვიან

19
spot_img

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, დიდ სავაჭრო ცენტრში ძლიერ ხანძარს ებრძვიან.

მედიის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში, რომელიც დედაქალაქის ბიალოლეკას რაიონში მდებარეობს, 1400 მაღაზია და მომსახურების პუნქტია განთავსებული.

ადგილობრივი სახანძრო ბრიგადის თქმით, სამაშველო ოპერაციებს 50 გუნდი, მათ შორის ქიმიური და გარემოსდაცვითი სამაშველო სპეციალისტები, ახორციელებენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

პოლიციის პრესსპიკერმა მედიას განუცხადა, რომ დაშავებულები არ არიან.

ხელისუფლებამ ვარშავის მაცხოვრებლებს ხანძრის შესახებ ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და შინ დარჩენისკენ და სახლების ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდა. კერძო მაუწყებლის, TVN24-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე სქელი შავი კვამლი ამოდის.