ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის კახი კალაძემ კომპანია ტენდერის გარეშე შეარჩია -ვასილ ურუშაძე

24
spot_img

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, ათი წელია მიმდინარეობს. კახი კალაძემ ყველანაირი ტენდერის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება კომპანიას, რომელსაც ვადების გადავადება სჭირდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის გაფლანგული მილიონები და დაკარგული დრო თბილისელებისთვის.

„დღეს კვლავ გვიწევს საუბარი ვარკეთილის მეტროს სადგურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტობრივად, ათი წელია მიმდინარეობს. არაერთი კომპანია იქნა შერჩეული და აღსანიშნავია ისიც, რომ კახი კალაძემ აღნიშნული კომპანია, რომელსაც ახლა, ვადების გადავადება სჭირდება, კონკურსის, ტენდერის გარეშე შეარჩია, პირდაპირ მოლაპარაკების გზით გაუფორმა ხელშეკრულება. სამწუხაროდ, ამ ყველაფერში იხარჯება თბილისელების, საქართველოს მოქალაქეების ფული, ეს არის ასობით მილიონი ლარი, ეს არის გაფლანგული მილიონები და დაკარგული დრო“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ