სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პატიმრობა ორჯერ მომიწია და ორივეჯერ საშინელება ვნახე. 7 საპყრობილე მაქვს გამოვლილი. მოგეხსენებათ, ერთი რა იყო და 7 კარანტინის გავლა როგორი იქნებოდა, – ამის შესახებ მსახიობმა, თემურ გვალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პროცესს სანატორიუმი უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ციხეებში არსებული სიტუაცია დეტალურად გაიხსენა. აღწერა, თუ რისი გავლა და მოთმენა უწევდა მაშინ ციხეში მყოფ პატიმარს. მან შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბანდის მეთაურად მოიხსენია.
„მერაბიშვილი ამ ბანდის ერთ-ერთი მეთაური იყო – ასე ვიტყვი. კი, იჯდა ციხეში, მაგრამ ციხეში მაგას ეძახიან „მალინას“. მაგისთვის 6 წელი არის ოაზისი, რაც მან აკეთა!“, – განაცხადა თემურ გვალიამ.