“ვაგნერი მორჩა! უკრაინაში ყოველ შემთხვევაში მორჩა!” – ალექსი პეტრიაშვილი

101
spot_img

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაშიმიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“რუსი ვაენკორები და ბლოგერებიც კი გამოშტერდნენ და იძახდნენ, არ არსებობს სულ ეს იყოსო, ალბათ 1-2 დღეში რეალურად დაიჭექებს საკადრო ცვლილებებზეო!

“მისი გამოსვლა რუსეთის ბედს განსაზღვრავსო”, დააბრეხვა მისმა მოლაპარაკე …მა ულვაშა ქვიშოვმა! აი შენ კი გაქრი მართლა შენი მარჩიელობით!

თან მაგარი რამე თქვა: ვაგნერი მორჩა! უკრაინაში ყოველ შემთხვევაში მორჩა! კუხარკა იძახის, ჩემი ბიჭებიდან არავინ მოაწერს ხელს შაიგუს კანტორასთანო! მოკლედ, გაჰყვათ ლუკაშასთან ბელარუსში! ლუკაშამ გაიჩალიჩა, ნუ ერთი კაი რაც მიიღო, 2031 წლამდე ყველაზე იაფი გაზი მსოფლიოში ბელარუსს ექნებაო! აჰაჰააჰა, რა 2031-მდე, ტიპი ჩვეულებრივი ფარჩაკი იყო გუშინდელ 5-წუთინკაში! ლენგლიში და ტემზაზე სიცილით მოკვდებოდნენ ბიჭები, თუმცა, არის ადგილები, აქვე ახლოს, სადაც მაგარი ცუდი გემო დარჩებოდათ პირში პუტლერას გუშინდელი სფიჩიდან! ჯერ სად არიან!

ეს მართლა ჟურნალი იყო მგონი! ტიპმა პრიგოჟინი ვერ დაასახელა, ვაგნერელებს გმირები უძახა, თუ არ გინდათ, ბელარუსში გადადითო! მანამდე ძალოვნებს შეხვდა, იქ ჩვეულებრივი პანაშვიდი იყო! შაიგუ თან დაიწვა, დილას მითამ ფრონტის ხაზზე იყო და აღმოჩნდა (ვციტირებ რუს პროპატელეგრამშიკებს), რომ დაკონსერვებული ვიდეო გაუშვეს, ანუ ძველი.

ეს მართლა კლოუნი. მაგარ დუხზე იქნებიან გუშინდელის მერე ურდოს სამხედროები და ზოგადად რუსები! ცხადია! პუტინის მითიც დაინგრა! აუ რას ეფოფინებოდნენ ბიჯო დასავლეთში და არიქა ცარ და წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნება – აჰაჰაჰაჰაჰაჰა! ჩვენ გაგვიშრო სისხლი ამ ნაძირალამ, თორემ კი გამოჩნდა, რაის მაჩოც არის! ანეკდოტი ხო გახსოვთ: ჩემო ჩმოოო, ჩემო ჩმოოო და კაცი უსწორებს ცოლს, რამდენჯერ გითხარი, ჩმო კი არა მაჩოოო! აქაც ეგრეა, ოღონდ პირიქით, მაჩო მაჩოოო და ჩმო გამოდგა ჩვეულებრივი!

აი, წარსულში კომიკოსი და ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ნამდვილად იმყოფებოდა ისევ ფრონტის წინა ხაზზე დონეცკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში! დააჯილდოვა მებრძოლები, განიხილა ვითარება ფრონტზე და გლიჯა სელფების სესია უკრაინელ სამხედროებთან ერთად, თავისუფლად, დაძაბვის გარეშე! ისევ 100-ით ნული ზელეს სასარგებლოდ!

ახლა დასავლეთს არ იკითხავთ: ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეპ ბორელმა, რუსეთის კრიზისის მერე ერთადერთი სწორი აზრია, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაორმაგებაო.

აშშ დღეს გამოაცხადებს ახალ, 500-მილიონიან სამხედრო დახმარებას. 30 ბრედლი, 25 სტრაიკერი, რაკეტები ჰაიმარსებისთვის, ჯაველინები, სტინგერები – მიდი მოვდივარ!

ავსტრალიამ გამოაცხადა 120 მილიონი დოლარის დახმარება – 28 ჯავშანმანქანა მ113, სპეც ტექნიკა, 105 მილიმეტრიანი ჭურვები და ა.შ.

გერმანიამ აიღო ვალდებულება ჭურვებით უკრაინის გრძელვადიანად მომარაგება-უზრუნველყოფაზე;
დანიამ დაიწყო უკრაინელი პილოტების მომზადება და ვადაზე ადრე გადასცემს უკრაინას ფ-16-ებს;
პოლონეთში აბრამსების სარემონტო საწარმო გაიხსნება;

გერმანია ლიეტუვაში 4000 სამხედროს განალაგებს;

რა პუტლერი, რა რუსეთი, გამოშტერდით ხო სულ? შეცვალეთ ფირფიტა, გერჩივნოთ!

ერთადერთი ორბანი და მისი მთავრობა ურევს. ახლაც სამხედრო დახმარების 500-მილიონ ევროიანი ტრანში გაჭედა, უნგრული ბანკი გამოიყვანოს უკრაინამ სანქცირებულთა სიიდანო (არადა ეს ბანკი აი პირდაპირ არის ჩართული ომის მხარდაჭერაში) და კარპატიაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის შევიწროებას შეეშვანო. წერას ჰყავს ატანილი ეს ორბანი!

ახლა ფრონტის ამბებს არ იკითხავთ: გუშინ კიდევ ერთი დასახლება როვნოპოლი გაათავისუფლეს ჩვენებმა და მნიშვენლოვნად წაიწიეს წინ სტარმლინოვკის მიამრთულებით; 3 საყრდენი პუნქტიდან ამოძირკვეს ჩვენებმა ურდოსები;

ავდეევკის მიმართულებაზე სერიოზულად წაიწიეს წინ პერვომაისკოესკენ;

მარიინკაში ერთი კვარტლიდან მთლიანად გაყარეს ურდო;

ბახმუტის შემოგარენში თითქმის აღარ დარჩნენ ურდოსები. სევერსკი დონეცის არხის გასწვრივ ტყის მასივებს ჩაუტარდა სრული დეზინფექცია ურდოსებისგან; ჩვენებმა წაიწიეს წინ ოზარაიანოვკას დასახლების მიმართულებით; თვითონ ბახმუტში ურდოს მედესანტეები და ზეკებისგან შემდგარი შტორმ ზ დანაყოფებია. მალე გაიწმინდება ბახმუტი;

ხერსონის მიმართულებაზე ანტონოვკის ხიდის გასწვრივ და გაყოლებაზე მთლიანად გაწმინდეს ურდოსგან ტყის მასივები და დაჩების დასახლება და მიიწევენ წინ ოლეშკების დასახლებული პუნქტისკენ!

უკრაინა უეჭველი გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, ვიყოჩაღოთ 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერიაზე მე დავწერო თუ თქვენით იტყვით? კაი დავწერ ჯერ – გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში! (არ თქვათ მერე, არ გაგიფრთხილებივართო!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.