ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. „ევროპის სახალხო პარტიამ“ დღეს გამართულ პარტიის ყრილობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას 400 ხმით 89-ის წინააღმდეგ მხარი ოფიციალურად დაუჭირა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას რიგით მეორე, ხუთწლიანი ვადით შეეცდება.
ბუქარესტში გამართულ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, “უკრაინაში ომი, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილური ვითარება და ჩინეთის აღზევება” ევროკავშირის სახელმწიფოების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებად დაასახელა.