საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ90-კმ 106 (უროს კლდეები-შატილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ამ ეტაპზე გრძელდება სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უხვი ნალექის შედეგად, კლდის მასივის ჩამოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთან, ამავე გზის კმ53-კმ90 (კორშა-უროს კლდეები) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.