უნგრელებმა იციან რა არის ომი, ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომში არ ჩავერევით -ვიქტორ ორბანი

89
spot_img

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ბუდაპეშტში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ევროპელი ლიდერები „ომის ლოგიკის“ გამოყენებაში დაადანაშაულა.

როგორც მან აღნიშნა, მისი მმართველობის გარეშე უნგრეთი უკვე ომში ბოლომდე იქნებოდა ჩაფლული, მაშინ როცა „ომის მომხრე მთავრობა, ბრიუსელის ბიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატების ქსელი მილიონობით დოლარს უგზავნის ომის მომხრე მემარცხენეებს ბუდაპეშტში“.

ორბანი უნგრეთს „კიდევ მეტ სირთულეს“ უწინასწარმეტყველებს, რადგან ბრიუსელში დღეს „არსებობს ომის მომხრე უმრავლესობა“, ევროპაში „საომარი განწყობა ჭარბობს“ და პოლიტიკაში „დომინირებს ომის ლოგიკა“.

„ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს დასავლეთის ჯარების გაგზავნისგან, ეს არის სამხედრო ქარიშხალი, ბრიუსელი ცეცხლთან თამაშობს, ღმერთის გამოცდაა, რასაც ბრიუსელი აკეთებს“, – აღნიშნა ორბანმა.

მანვე დასძინა, რომ უნგრელებმა იციან რა არის ომი და ახლანდელი ომი „მათი ომი არ არის“, ამიტომ „უნგრეთი რუსეთ-უკრაინის ომში არც ერთის მხარეს არ ჩაერევა“.