“უნდა გვქონდეს მკაფიო ხედვა და მივცეთ ბიძგი გაწევრიანებას, რათა წავიდეს პროცესები იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე”

103
spot_img

გაფართოებასთან დაკავშირებით, უნდა ვიმუშაოთ თითოეული ქვეყნის საჭიროებაზე მორგებული მიდგომით. 10 კანდიდატი ქვეყანაა და თითოეულს სჭირდება სპეციფიკური მიდგომა. ამიტომაა საჭირო ქვეყანაზე მორგებული მიდგომა. უნდა გვქონდეს მკაფიო ხედვა და მივცეთ ბიძგი გაწევრიანებას, რათა წავიდეს პროცესები იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„უკრაინა კანდიდატია და დანარჩენებს აძლევს ბიძგს, რომლებიც ბევრი წელია მოლოდინის რეჟიმში არიან. დავიწყეთ მოძრაობა და თან სწრაფად, მაგრამ თითოეულის მიმართ სპეციფიკური მიდგომაა მნიშვნელოვანი. ძალიან კარგია, როდესაც არის დასახელებული მიზანი. კარგია, როდესაც განსაზღვრულია ამოცანა და ჰორიზონტი. ეს არის პოლიტიკური ჰორიზონტი. გაფართოების შემდეგი თარიღის დასახელება პოლიტიკური ენერგიის მობილიზაციას ემსახურება. კარგია გქონდეს ამოცანა, მიზანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თარიღი იქნება ზუსტი. ჰორიზონტი თუ არ გვექნება, მაშინ ხალხი დაიწყებს ფიქრს, რომ დრო გვაქვს. არა, დრო ნამდვილად არ გვაქვს. ძალიან დიდი დრო დავუთმეთ გაფართოებას“, – განაცხადა ბორელმა.