,,უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას”- ირაკლი ქადაგიშვილი

19
spot_img

ისეთი მეთოდები, როგორი მეთოდებითაც ახლა ცდილობენ, რომ ადამიანებზე იერიში მიიტანონ, გარკვეული სამართლებრივი რეგულაციის ქვეშ უნდა იყოს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო სტანდარტები ითვალისწინებს იმას, რომ სხვისი გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, როდესაც სხვა ადამიანის პიროვნებას და მის პიროვნულ ღირსებას ეხებიან.

„ისეთი მეთოდები, როგორი მეთოდებითაც ახლა ცდილობენ, რომ ადამიანებზე იერიში მიიტანონ, გარკვეული სამართლებრივი რეგულაციის ქვეშ უნდა იყოს. ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ძალიან ჰუმანურია და მართლაც, მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტების შესაბამისია. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, მსოფლიო სტანდარტები ითვალისწინებს იმას, რომ სხვისი გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, როდესაც სხვა ადამიანის პიროვნებას და მის პიროვნულ ღირსებას ეხებიან“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას.