“უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ ლოცვა”- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

211
spot_img

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 21 სექტემბერს, დღის 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით უნდა მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
“უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა:
“მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!”.
ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.