„უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე”-სალომე ზურაბიშვილი

155
spot_img

რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული! – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას.

„უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე – ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ვგმობ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე წუხელ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 კი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა 6 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის კორპუსი, ორი არქიტექტურული ძეგლი და ტაძარი.