რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია სამი და დაშავებულია ხუთი მოქალაქე.
პროკურატურის ცნობით, რუსეთის არმიამ ტორეცკზე შუადღით ორი ავიადარტყმა განახორციელა. დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული არიან.