რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მერე კიდევ მისი მდგომარეობის დამძიმება, რა მორალია ამაში, ვერ ვხვდები და საზოგადოებამ გაარჩიოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ახალი წელი, შობა მოდის და არ მგონია, რომ ვინმეს უნდა უნდოდეს ვინმესთვის ცუდის კეთება. მორალური საწყისებიდან გამომდინარე, ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო ადამიანი, მე არ ვიცი. მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს დამოკიდებულება. რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მერე კიდევ მისი მდგომარეობის დამძიმება. რა მორალია საერთოდ ამაში, ვერ ვხვდები და საზოგადოებამ გაარჩიოს“, – განაცხადა ვაშაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს. „მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.