“უკრაინული მარცვლეული ასფალტზე არის დასტური, როგორ შეიძლება, ემოციები გახდეს საშიში”

36
spot_img

პოლონეთის საზღვართან შექმნილი ვითარება სოლიდარობის პრინციპების დარღვევაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს პოლონელ კოლეგასთან საუბარი დაავალა.

„უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს დავავალე, სასწრაფოდ ესაუბროს პოლონელ კოლეგას. იმ ფაქტს, რაც ხდება ჩვენს მოქალაქეებსა და უკრაინულ ტვირთთან დაკავშირებით, უკრაინაში ვიღებთ, როგორც სოლიდარობის პრინციპების აშკარა დარღვევას. უკრაინული მარცვლეული ასფალტზე, ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე კადრი. ეს არის დასტური, როგორ შეიძლება, ემოციები გახდეს საშიში. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, სოლიდარობას, რომელიც ცვლის მთელი ევროპის ისტორიას უკეთესობისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ პოლონეთთან ერთად უნდა განსაზღვროს საერთო დამოკიდებულება, კერძოდ, რუსული მარცვლეულისა და რუსეთიდან ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე სხვა პროდუქციის იმპორტის მიმართ. ზელენსკის თქმით, ეს უნდა მოხდეს იმისთვის, რომ დაიცვან საზოგადოება, უკრაინელი და პოლონელი ფერმერები.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან რამდენიმე სატვირთო მანქანა გააჩერეს და მარცვლეული გადმოყარეს.