უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

57
spot_img

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ უკრაინული წერს.

გამოძიება დაწყებულია ომის წარმოების წესების დარღვევის მუხლით. ახლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ატარებს კომპლექსურ ღონისძიებებს თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოების დადგენის მიზნით.

24 იანვარს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალურ კიევს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უკრაინულმა მედიამ, შეიარაღებულ ძალებში წყაროებზე დაყრდნობით, ჯერ დაწერა, შემდეგ კი წაშალა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა „უკრაინელი სამხედროების მუშაობის შედეგია“, ვინაიდან თვითმფრინავს С-300 ტიპის რაკეტები გადაჰქონდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელგოროდის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, უკრაინა საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.