“უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე იზმაილის პორტზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჩიკაგოს ბირჟაზე მარცვლეულზე ფასი 6,5%-ით გაიზარდა”

76
spot_img

უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე იზმაილის პორტზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჩიკაგოს ბირჟაზე მარცვლეულზე ფასები 6,5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ზარალის ოდენობა „სერიოზულია“.

„თავდასხმის შემდეგ მარცვლეულზე ფასი ჩიკაგოს ბირჟაზე 4%-ით გაიზარდა და მოგვიანებით ამ მაჩვენებელმა კიდევ 2,5%-ით მოიმატა, რაც უკრაინის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორის, ბაზრიდან გამოთიშვის მცდელობით არის განპირობებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

“რუსეთის თავდასხმა იზმაილის პორტზე ნიშნავს იმას, რომ კრემლი უკრაინის საზღვაო საექსპორტო ბლოკადის აღდგენისთვის ძალის გამოყენებას ზრდის”, – წერს Reuters-ი.