“უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან საქართველოს დაკავშირება ხელოვნურია” – ირაკლი კობახიძე

43
spot_img

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან საქართველოს დაკავშირება ხელოვნურია, 14-15 დეკემბერს საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ 14-15 დეკემბერს მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას.

დისკუსიები, რომლებიც იმართება უნგრეთში ჩვენს პარტნიორებთან, კოლეგებთან, ბუნებრივია, გვიმყარებს ამ რწმენას. ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრიოს საკითხს, ჩვენთვის ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს საბოლოოდ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ ვგულშემატკივრობთ ასევე უკრაინას, მოლდოვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი წინსვლაც, თუმცა მთავარი არის საქართველოს საკითხი, საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. იმედი გვაქვს, რომ ეს მხარდაჭერა იქნება. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ასევე უკრაინას და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.