“უკრაინის საჰაერო ფარი კიდევ უფრო გაძლიერდება” -ზელენსკი

77
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო სივრცის გაძლიერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მზადყოფნაშია NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები.

„შემატყობინეს, რომ საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები იმყოფება და ეს ყველაფერი არ არის. უკრაინის საჰაერო ფარი კიდევ უფრო გაძლიერდება. მადლობას ვუხდი პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან და მთელ ჩვენს გუნდს, რომელიც მუშაობს საერთაშორისო მიმართულებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.