უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 32 დრონი ჩამოაგდეს

37
spot_img

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 32 დრონი ჩამოაგდეს.

„რუსმა დამპყრობლებმა, ოკუპირებული ყირიმის-ბალაკლავას და რუსეთის-პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან შეტევები განახორციელეს“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ Shahed-136/131 ტიპის 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ნაწილები იღებდნენ მონაწილეობას.