,,უკრაინის მხარდამჭერი პაკეტების შემუშავებაში საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს”- სტოლტენბერგი

30
spot_img

NATO-ს პარტნიორები, მათ შორის საქართველო, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უკრაინის მხარდამჭერი პაკეტების შემუშავებაში – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ საქართველომ ათასობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოცხადდა ახალი მხარდაჭერის პაკეტები, მილიარდობით ევრო გაიცემა უკრაინის დასახმარებლად თავდაცვის კუთხით. NATO-ს პარტნიორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ პაკეტების შემუშავებაში, მათ შორისაა საქართველო. ათასობით უკრაინელი ლტოლვილი არის საქართველოში შეფარებული“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გამართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლათან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს  დიპლომატ ჯოზეფ ბორელთან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისთან და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩთან.