“უკრაინის არმია თავდაცვაზე გადავიდა” – ალექსანდრე სირსკი

38
spot_img

უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახლა დანიშნულმა მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მტრის გამოფიტვას ისახავს მიზნად.

„ამჟამად, ფრონტის წინა ხაზზე არსებული სიტუაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც მძიმე. შეტევითი მოქმედებებიდან გადავედით თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაზე. ჩვენი ოპერაციის მიზანია მტრის გამოფიტვა და მისთვის მაქსიმალური დანაკარგის მიყენება“, – აცხადებს სირსკი სატელევიზიო არც ZDF-თან ინტერვიუში.

კითხვაზე – არსებობს თუ არა ომის სწრაფად დასრულების პერსპექტივა, სირსკი პასუხობს, რომ „ეს დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერის დონესა და უკრაინელთა მოქმედებების ეფექტურობაზე“.

ცნობისთვის, ალექსანდრე სირსკი მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი იყო. მან შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოზიციაზე ვალერი ზალუჟნი ჩაანაცვლა.